Loading data...
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა

ჰორმუზის სრუტის დახურვის ძირითად მიზეზს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმა წარმოადგენს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა.

„ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

მაო ნინგმა აშშ-სა და ისრაელს სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა.