Loading data...
ჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალს

ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის შეერთებული შტატების იერიშს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. 

ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.