Loading data...
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს - აშშ-მა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებით, პეკინმა და ვაშინგტონმა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში რთულად მოპოვებული სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ.

„ორივე მხარემ უნდა დაიცვას ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, კარგად მოემზადოს მნიშვნელოვანი მაღალი დონის ურთიერთქმედების დღის წესრიგისთვის, გააფართოოს თანამშრომლობა და მართოს უთანხმოებები“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან იმ „ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითად ინტერესებს ეხება და ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს“.

„ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესია. აშშ-მა უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები და სწორი არჩევანი გააკეთოს, რათა ჩინეთ-აშშ-ს თანამშრომლობისთვის ახალი სივრცე გახსნას და მსოფლიო მშვიდობისთვის სათანადო ძალისხმევა გაიღოს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.