ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სა და ირანს ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს
აშშ-მა და ირანმა ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას უნდა მიაღწიონ, თეირანს კი უფლება აქვს, განავითაროს ბირთვული ენერგია. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ პეკინში თავის ირანელ კოლეგა აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, ვანგ იმ განაცხადა, რომ პეკინი „იმედოვნებს, რომ დაინტერესებული მხარეები რაც შეიძლება მალე უპასუხებენ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ მოწოდებებს“ ჰორმუზის სრუტეში ნორმალური და უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენის შესახებ.
„ჩინეთი მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების ყოვლისმომცველი შეწყვეტა დაყოვნების გარეშეა შესაძლებელი და ომის განახლება კიდევ უფრო არასასურველია“, - განუცხადა მან ირანელ კოლეგას.
ვანგმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი „აფასებს ირანის ვალდებულებას, არ შეიმუშაოს ბირთვული იარაღი და მიიჩნევს, რომ ირანს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.