1789044784
უცხოეთი
ჩინეთის პორტში სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 25 ადამიანი
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, აღმოსავლეთ ჩინეთის პორტში მდგომ უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - წერ BBC.
როგორც მედია წერს, ბორტზე მყოფი 42 ადამიანიდან 17 ევაკუირებულია, რომელთაგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, Ocean Melody-ზე, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან იმყოფებოდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, განკარგულება გასცა მომხდარზე სასწრაფო გამოძიების დაწყებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შესახებ.