Loading data...
ჩინეთის განცხადებით, სახელმწიფო ყოველგვარ ცალმხრივ ტარიფს ეწინააღმდეგება

„ჩინეთი ყველანაირ ცალმხრივ ტარიფს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სატარიფო ან სავაჭრო ომი სარგებელს არცერთ მხარეს მოუტანს.

„ჩინეთის პოზიცია ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით თანმიმდევრული და ნათელია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცალმხრივი სატარიფო ზომების ყველა ფორმას. სატარიფო ომი ან სავაჭრო ომი არავის ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნა ლინ ძიანმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის, ჩინეთის, რუსეთისა და კიდევ 57 სავაჭრო პარტნიორის პროდუქციაზე 10 და 12.5%-იანი ახალი საბაჟო ტარიფები აამოქმედა. მიღებულ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი აღნიშნულ ქვეყნებში იძულებითი შრომის აკრძალვის წესების არასათანადო აღსრულებით ხსნის. ახალი რეგულაცია ზუსტად იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ძალას კარგავდა მანამდე არსებული დროებითი, 10%-იანი გლობალური ტარიფი.