1756137821
უცხოეთი
ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ მზადაა უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს

ჩინეთმა უარყო გერმანული გამოცემა Welt-ის ინფორმაცია, რომელიც ადრე წერდა პეკინის მზადყოფნის შესახებ, გარკვეულ პირობებში, მონაწილეობა მიეღო უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების მისიაში, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მასში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.