Loading data...
ჩინეთი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ირანის ახალ უზენაეს ლიდერზე ნებისმიერ თავდასხმას

ჩინეთი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მიზანში ამოღებას.

„ჩინეთი ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას ნებისმიერი საბაბით და უნდა მოხდეს ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ჯიაკუნმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის დანიშვნის ნაბიჯი „ირანული მხარის გადაწყვეტილებაა, რომელიც მის კონსტიტუციას ეფუძნება“.