1789379225
უცხოეთი
ჩერნიგოვის ოლქზე რუსეთის საჰაერო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის ჩერნიგოვის ოლქზე რუსეთის საჰაერო იერიშს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა და 7 დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
იერიშის ქვეშ ქალაქ პრილუკიში მდებარე სოფლის მეურნეობის საწარმო აღმოჩნდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიცია მივიდა.
ასევე რუსულმა ძალებმა მართვადი ავიაბომბი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე ჩამოაგდეს. იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. დაზიანდა 5 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი,
საერთო ჯამში რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ 108 მოიერიშე დრონი გამოიყენეს, მათ შორის იყო „შაჰედები“, „გერბერა“ და დრონები იმიტატორები „პაროდია“. 7 დრონი მიზანს მოხვდა.