1795331516
უცხოეთი
„ჩემი მეგობარი“ და „მეგობრები“ - დონალდ ტრამპი ჩინეთის სამიტზე პუტინსა და სი ძინპინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ჩემი მეგობარი“ (My Friend) და „მეგობრები“ (Friends).
აღნიშნული პოსტები უკავშირდება ჩინეთის ქალაქ შენჟენში, 18-19 ნოემბერს გამართულ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტსა და ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს შენჟენში გამართული პირველი სამმხრივი შეხვედრისას ლიდერებმა ბირთვული შეიარაღების კონტროლი, საერთაშორისო უსაფრთხოება, ასევე უკრაინასა და ირანში მიმდინარე კონფლიქტები განიხილეს.