Loading data...
ჩეხეთში იარაღის საწყობის დაწვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

ჩეხეთის და სლოვაკეთის პოლიციის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს, რომლებიც LPP Holding-ის კომპანიის საწყობში ცეცხლის გაჩენის საქმეზე არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს ქარხანა სხვა პროდუქციასთან ერთად, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებს. დაკავებულებს ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენეს. დაკავებულები ჩეხეთის და აშშ-ის მოქალაქეები არიან.

ხანძარი 20 მარტს კომპლექსის საწყობში გაჩნდა, რომელიც ქალაქ პადრუბიცეში მდებარეობს, პრაღიდან 120 კმ-ში. საქმე ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის ნაციონალურ ცენტრს გადაეცა. სასამართლომდე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.