1777711126
უცხოეთი
ჩეხეთმა რობერტ ფიცოს მოსკოვში გასამგზავრებლად ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა
ჩეხეთმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს მოსკოვში გასამგზავრებლად ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა. ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას შეძლებს, რათა მოსკოვში ჩავიდეს, სადაც 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება.
„სლოვაკურმა მხარემ წარადგინა სტანდარტული მოთხოვნა ფრენის ნებართვის მისაღებად და ის დაუყოვნებლივ დამტკიცდა“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ადამ ჩორგომ.