Loading data...
ჩეხეთმა პოლონეთის საზღვრის დასაცავად ვერტმფრენები გააგზავნა

ჩეხეთმა პოლონეთში სამი შვეულმფრენი გააგზავნა, რომლებმაც იქ საზღვარი უნდა დაიცვას. ამის შესახებ ჩეხეთის საჰაერო ძალები იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება ჩეხეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის ინციდენტის შემდეგ მიიღო.

როგორც რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, ნატო პოლონეთში ოპერაციას, „აღმოსავლეთის დარაჯს“ (Eastern Sentry) იწყებს. ოპერაციის მიზანია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა. მასში ჩართულები არიან დანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთს და გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

9-10 სექტემბერს ღამით, ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში სულ მცირე 19 რუსული დრონი შეიჭრა. მათ წინააღმდეგ პოლონეთმა ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო ძალები გამოიყენა. დრონის ნამსხვრევებმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის მახლობლად რამდენიმე სახლი დააზიანა.