4 მაისი 14:38
უცხოეთი
„ჩეხეთის რესპუბლიკასთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად უკრაინისთვის კარგ ამბებს ვამზადებთ“ - ზელენსკი ჩეხეთს ეწვია

ჩეხური არტილერიის ინიციატივამ უკრაინის სასარგებლოდ ეფექტურად იმუშავა. ამჟამად კიევი და პრაღა სამხედრო ავიაციის სფეროში თანამშრომლობისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლის შემდეგ Telegram-ზე განაცხადა.

მან ჩეხურ მხარეს უკრაინის ფუნდამენტური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საარტილერიო ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა გაგრძელდება. თუმცა, ახლა თანამშრომლობის დამატებითი სფეროები იხსნება.

„თანამშრომლობის ცალკე სფეროა ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარება, პილოტებისთვის სასწავლო პროგრამების გაფართოება და ჩვენი F-16 ფლოტის უზრუნველყოფა. ჩეხეთის რესპუბლიკასთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, უკრაინისთვის კარგ ამბებს ვამზადებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ დიპლომატიურ ძალისხმევასა და რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ ზეწოლაზე, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მიზნით“, - განაცხადა ზელენსკიმ.