Loading data...
ჩეხეთის პრემიერმა ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა: ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მხარდაჭერა გამოუცხადა.

„კვირას მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. ის ყოველთვის იბრძოდა უფრო ძლიერი ევროპისთვის, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, სუვერენულ ერებს, სუვერენულ წევრ სახელმწიფოებსა და კონკურენტუნარიანობას. ის ყოველთვის იცავდა უნგრეთის მოქალაქეებს და უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - დაწერა ბაბიშმა სოციალურ ქსელ X-ში.

ბაბიშის მხარდამჭერი პოსტი თავად ორბანმაც გააზიარა და მას მადლობა გადაუხადა.

„გამოწვევებით აღსავსე დროს ძლიერი ერები და ლიდერები ერთად უნდა იყვნენ. როგორც პატრიოტები, ჩვენ კვლავაც სუვერენული ერების ევროპის ერთგულები ვრჩებით, რომელიც მშვიდობასა და საღ აზრზეა დაფუძნებული“, - დაწერა ორბანმა.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.