Loading data...
ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ გლობუსი შეიძინა, რათა ენახა, სად მდებარეობს გრენლანდია და გადაეწყვიტა, ღირს თუ არა მათი მხარდაჭერა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ გლობუსი შეიძინა, რათა ენახა, სად მდებარეობს გრენლანდია და გადაეწყვიტა, ღირს თუ არა მათი მხარდაჭერა.

ბაბიშმა აღნიშნა, რომ შეიძინა გლობუსი, რომლის ფასიც 15 ათასი კრონაა.

„ლამაზი და დიდი, რომ ზუსტად ვიცოდე, სად მდებარეობს გრენლანდია და რომ „ორეშნიკი“ რუსეთიდან თეთრ სახლამდე 26 წუთში ჩაფრინდებოდა. ხოლო მეთერთმეტე წუთზე სწორედ გრენლანდიის თავზე გადაიფრენდა“, - აღნიშნა ბაბიშმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას მკაფიოდ არ შეუძლია, ჩეხეთის მხრიდან გრენლანდიის მხარდაჭერაზე განაცხადოს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არქტიკული კუნძულის საკითხთან დაკავშირებით „გამოწვევები და განცხადებები უაზროა“ და შეთანხმება აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული.

ბაბიშმა დასძინა, რომ აშშ არის ლიდერი ნატოში, შესაბამისად, ვაშინგტონთან დაპირისპირება არ იქნება პროდუქტიული.

„ჩვენ, უდავოდ, უპირატესობას ვანიჭებთ შეთანხმებას ალიანსის ფარგლებში“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.