ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში: ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია, ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იქნებოდა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უნგრეთის პრემიერი შეაქო და მას დიდებული ლიდერი უწოდა.
ჩეხეთის პრემიერი იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას და ამის შესახებ X-ზე წერს, რომ ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია და გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს დაესწრო.
„სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს - ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია. გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დაესწრო ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს, სადაც 27 მსოფლიო ლიდერი - მათ შორის, მხოლოდ 7 ევროკავშირიდან - შეიკრიბა ღაზაში ომის საბოლოოდ დასასრულებლად. ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნებოდა“, - დაწერა პრემიერმა ბაბიშმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანის შესახებ შემდეგი რამ თქვა: „ჩვენ აქ გვყავს უნგრეთი. სად არის ვიქტორი? ჩვენ გვიყვარს ვიქტორი. თქვენ ფანტასტიკური ხართ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ვარ ერთადერთი, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია“.
I fully agree with President Trump - Viktor Orbán is a great leader. It’s no surprise he was the only representative of the V4 countries to attend the peace summit in Sharm el-Sheikh, Egypt, where 27 world leaders - including only 7 from the E.U. - met to finally put an end to… https://t.co/aQb1abXS5K
— Andrej Babiš (@AndrejBabis) October 14, 2025