ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი: არ შეგვიძლია ჩეხი პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისა და ბავშვიანი ოჯახების ფულით იარაღის ყიდვა და მისი გაგზავნა სრულიად უაზრო ომის გასაგრძელებლად
„არ შეგვიძლია ჩეხი პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისა და ბავშვიანი ოჯახების ფულით იარაღის ყიდვა და მისი გაგზავნა სრულიად უაზრო ომის გასაგრძელებლად“, - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის სპიკერმა ტომიო ოკამურამ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია იარაღის გაგზავნა „აბსოლუტურად უაზრო ომის შესანარჩუნებლად“.
მისი თქმით, ANO-ს, SPD-სა და „ავტომობილისტების“ მინისტრთა კაბინეტი იქნება პრაგმატული მთავრობა, რომელიც ისე იმოქმედებს, რომ სარგებელი მოუტანოს ჩეხეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ჩეხი პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისა და ბავშვიანი ოჯახების ფულით იარაღის ყიდვა და მისი გაგზავნა სრულიად უაზრო ომის გასაგრძელებლად. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოელ მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ გავცეთ, რომ ეს ომის მომხრე პროპაგანდას სურს“, - აღნიშნა ტომიო ოკამურამ.
„მჯერა, რომ ჩვენი რესპუბლიკა გადმოხტება ბრიუსელის მატარებლიდან, რომელიც აშშ-ის მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად, მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, დასავლეთ ევროპა გეგმავს იარაღის წარმოებასა და გაყიდვას ვალის ხარჯზე, რომელსაც თავადვე იღებს.
„მესმის, რომ დასავლეთისთვის კარგია, როცა იარაღის ქარხნებს ვუხდით ფულს ნაკლებად ეფექტური იარაღისთვის, რომელსაც რუსები ფრონტზე მისვლამდე ანადგურებენ. ფულის ნაკადები ხომ ყველა მიმართულებით მიედინება და ამ ბიზნესიდან ყველა რაღაცას შოულობს - დასავლური კომპანიები, მთავრობები და ზელენსკის ხუნტის გარშემო მყოფი უკრაინელი ქურდები, რომლებიც ოქროს უნიტაზებს იშენებენ. მოიპარონ, ოღონდ არა ჩვენს ხარჯზე, და ასეთი ქვეყანა ნუ იქნება ევროკავშირში“, - დასძინა ოკამურამ.