Loading data...
ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს - იუტას შტატის გუბერნატორი

იუტას შტატის გუბერნატორის სპენსერ კოქსის განცხადებით, კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი ბრალს არ აღიარებს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. 

„არ თანამშრომლობს ჩვენთან, მაგრამ მისი გარემოცვა თანამშრომლობს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს კოქსი. 

გუბერნატორის თქმით, რობინსონს ბრალს 16 სექტემბერს წაუყენებენ.

ინფორმაციისთვის, 10 სექტემბერს, იუტას მდელოს უნივერსიტეტში, სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.

ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.