Loading data...
ჩარლი კირკის ქვრივი მის საქმიანობას გააგრძელებს

ცნობილი ამერიკელი ულტრამემარჯვენე აქტივისტის და ბლოგერის, ჩარლი კირკის ქვრივმა, ერიკა კირკმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ქმრის პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც იუტას შტატში, სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„მოძრაობა, რომელიც ჩემმა ქმარმა შექმნა, არ მოკვდება. მე ამას არ დავუშვებ“, - განაცხადა ერიკა კირკმა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ჩარლი კირკის დაღუპვა მისთვის დიდი დანაკლისია, რადგანაც ის იდეალური მამა და იდეალური მეუღლე იყო.

„ვინც ჩემი ქმრის მკვლელობაზე არიან პასუხისმგებლები, არ იციან, რა ჩაიდინეს, მათ არ იციან, თუ რა ცეცხლი აანთეს ამ ქალში. მის ტირილს მთელ მსოფლიოში გაიგებენ, როგორც საბრძოლო შეძახილს“, - განაცხადა ერიკა კირკმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩარლზ კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, „ვფიქრობ, რომ ის დავაკავეთ!“ მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილორ რობინსონია. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კირკის მკვლელს სიკვდილით დასჯიან.

ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტას მდელოს უნივერსიტეტში, სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.

ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.