Loading data...
ჩარლი კირკის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ CNN-ს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განუცხადა. 

უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კირკს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

„პოლიცია იძიებს ფაქტს, ეჭვმიტანილი დაკავებულია“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, 10 სექტემბერს ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა დაიწყო.