1757537620
უცხოეთი
ჩარლი კირკი გარდაიცვალა

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
„დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში.
ინფორმაციისთვის, 10 სექტემბერს ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა დაიწყო.