Loading data...
CBS News – უკრაინის მთავრობა აშშ-ის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა

უკრაინის მთავრობა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რუსტემ უმეროვმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო წინადადებების საერთო ხედვა მიღწეულია, მაგრამ დეტალების დამუშავებაა აუცილებელი.

„უკრაინელები სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდა. არსებობს უმნიშვნელო დეტალები, რომელთა მოგვარებაა აუცილებელი, მაგრამ მთლიანობაში, ისინი ამ შეთანხმებას დათანხმდნენ“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ძალების სარდალი, დენიელ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთის ოფიციალურ პირებს ხვდება.

გაზეთი Financial Times ასევე იუწყება, რომ ვაშინგტონი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავს. ამ გამოცემის ცნობით, დრისკოლი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს, კირილ ბუდანოვსაც უნდა შეხვედროდა. უკრაინული დელეგაციაც აბუ-დაბიში იმყოფება.