Loading data...
CBS News: ტრამპმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ის მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის სარაკეტო პროგრამაზე დარტყმებს. იტყობინება CBS News წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც მედია წერს, ეს საუბარი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის დეკემბერში, აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში, შეხვედრის დროს შედგა.

ამერიკული სამხედრო და სადაზვერვო წრეების წყაროების ცნობით, დისკუსიებში აშშ ნაკლებად იყო ორიენტირებული იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ისრაელს მოქმედება, ვიდრე იმაზე, როგორ შეუძლია ვაშინგტონს ირანზე თავდასხმებში ისრაელის დახმარება. ვარიანტებს შორისაა ისრაელის თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფა და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მიღების დელიკატური საკითხი. გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ შეერთებულ შტატებს პოტენციური დარტყმისთვის ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების ნებართვას.

მედიის ცნობით, იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე ან ირანის ძალების მიერ სხვა ქვეყანაზე დარტყმებისთვის.