1795181799
უცხოეთი
CBS News: ისრაელი და აშშ უახლოეს მომავალში ირანზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ და ისრაელი უახლოეს მომავალში ირანზე ახალი მასშტაბური სამხედრო იერიშის მიტანის შესაძლებლობას განიხილავენ, - იუწყება CBS News ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც მედია წერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია შეშფოთებულია იმით, თუ რამდენად სწრაფად აღადგენს ირანი ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების წარმოებას და ცდილობს თავისი ბირთვული და სამხედრო ინფრასტრუქტურის მიწისქვეშ გადატანას. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, შესაძლოა, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნას ცდილობდეს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის არმია გაძლიერებულ მზადყოფნაშია ირანის შესაძლო თავდასხმისთვის მოსამზადებლად.