Loading data...
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბულგარეთში 25 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. მეორე ტური 1-ელ ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ბიულეტენების 95,3%-ის დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ ხმათა 34,6% მიიღო, ხოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა - 32%.

ამომრჩეველთა აქტივობამ არჩევნებზე 22,2% შეადგინა, რაც ძალზე დაბალი მაჩვენებელია.

საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში მიტინგები და ტელედებატები იშვიათად იმართებოდა. სამაგიეროდ ხშირად ისმოდა პირადი შეურაცხყოფები ორი ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ. ბოლო კვირებში კი მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.

იოტოვა მხარს უჭერს კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებას და აცხადებს, რომ ბულგარელი სამხედროები უკრაინაში არასოდეს ჩავლენ. გიუროვი კი აცხადებს, რომ აუცილებელია უკრაინის უფრო სერიოზული მხარდაჭერა. სწორედ მან მოაწერა ხელი კიევთან შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, როდესაც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი იყო.