Loading data...
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრო: ბულგარეთის სანაპიროზე დრონი აღმოაჩინეს

ბულგარეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ბურგასის სანაპიროზე დრონი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბურგასის სანაპიროზე ზღვამ უპილოტო საფრენი აპარატი გამორიყა. ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა, რომელმაც დაადგინა, რომ დრონი „არ შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს და საფრთხეს არ წარმოადგენდა“.

„სამხედრო-საზღვაო შტაბის უფროსის ნებართვით, სპეციალიზებულმა ჯგუფმა დრონი ბურგასის საზღვაო ბაზაზე გადაიტანა“, - დასძინა ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ.

მათივე ცნობით, დრონის წარმომავლობა დაუდგენელია.