Loading data...
ბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ კონტეინერმზიდზე დრონებით იერიში განხორციელდა

ბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ კონტეინერმზიდზე ზღვის დრონებით იერიში განხორციელდა. როგორც პრესკონფერენციაზე ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა, ლიბერიის დროშით მცურავ გემს სამი ზღვის დრონი მოხვდა. ეს ფაქტი ბულგარეთის სანაპიროდან 21 ზღვის მილში დაფიქსირდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად გემის, Contship Jet-ის ეკიპაჟის 18 წევრი გადაარჩინეს. ის რუმინეთის პორტ კონსტანცაში მიდიოდა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის ეკუთვნის დრონები, რომლითაც გემზე იერიში განხორციელდა.

გემზე შეტევის დღეს ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა და გენერალური შტაბის უფროსებმა საგანგებო თათბირი მოაწყვეს. განხილვის მთავარი თემა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება იყო.