Loading data...
ბუკინგემის სასახლე ადასტურებს, რომ მეფე ჩარლზ III-ის აშშ-ში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი გეგმის მიხედვით გაიმართება

„ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ მეფე ჩარლზ III-ის აშშ-ში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი გეგმის მიხედვით გაიმართება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. 

„ორივე მხარეს გამართული განხილვების შემდეგ და მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სახელმწიფო ვიზიტი დაგეგმილის მიხედვით გაიმართება. მეფე და დედოფალი გულითად მადლობას უხდიან ყველას, ვინც ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო, და მოუთმენლად ელიან ვიზიტის დაწყებას“, - აღნიშნულია ბუკინგემის ინფორმაციაში. 

მეფე ჩარლზ III 27 აპრილს ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. 

ვაშინგტონის სასტუმროში მომხდარი სროლის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობა მეფის ვიზიტთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურთან.