Loading data...
ბუდანოვი: უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულთა ცხედრების გაცვლა, შესაძლოა, მომავალ კვირას დაიწყოს

უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა მომავალ კვირას იგეგმება. უკრაინა მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, გაცვლისთვის მზადებას აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„უკრაინა საინფორმაციო ზეწოლის წინაშე დგას და რუსეთი ცდილობს ცალმხრივად განსაზღვროს პატიმრებისა და ცხედრების გაცვლის პარამეტრები.

ჩვენ ყურადღებით ვიცავთ სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს. ვინ, როდის და როგორ უნდა შეიცვალოს, ეს არავის ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს. მიმდინარეობს ფრთხილად მომზადება. აქ ზეწოლა და მანიპულირება მიუღებელია“, - წერს ის.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტი ცდილობს სპეკულირება მოახდინოს ადამიანურ უბედურებაზე, რაშიც თავად რუსები არიან ჩართულნი.

მთავარი დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელის თქმით, საკოორდინაციო შტაბი სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე გაცვლის ორგანიზებაზე მუშაობს.

„ჩვენი ყველა დამცველი, კაცი თუ ქალი, ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები, სახლში უნდა დაბრუნდნენ. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რეპატრიაციის ღონისძიებების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება, რის შესახებაც უფლებამოსილ პირებს სამშაბათს ეცნობათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მოწინააღმდეგის ბინძური საინფორმაციო თამაშის მიუხედავად“, - დასძინა მან.