1747666936
უცხოეთი
ბრიტანეთის პრემიერი ღაზაში არსებულ ვითარებას „აუტანელს“ უწოდებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ღაზაში არსებულ ვითარებას „აუტანელს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად გეგმავს კონფლიქტის მოგვარებას.
„ეს მართლაც სერიოზული, მიუღებელი, აუტანელი სიტუაციაა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ სხვა ლიდერებთან ერთად, თუ როგორ ვუპასუხოთ ამას“, - განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ისრაელმა ღაზაზე ჰუმანიტარული ბლოკადა მარტში, ცეცხლის შეწყვეტიდან ორი თვის შემდეგ დააწესა.