Loading data...
ბრიტანეთის პრემიერი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ წყალდიდობით დაზარალებულ ბრიტანელებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს“, რათა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ბრიტანეთის მოქალაქეებს დაეხმაროს.

ბერნჰემმა მომხდარს „გამანადგურებელი“ უწოდა და განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი „ფიქრები ყველა დაზარალებულთანაა, მათ შორის იმ ბრიტანეთის მოქალაქეების ოჯახებთან და ახლობლებთან, რომლებიც ამ ტრაგედიის შემდეგ დაკარგულად მიიჩნევიან“.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა რეგიონში დაზარალებულ ბრიტანეთის მოქალაქეებს მხარი დავუჭიროთ. დახმარების შეთავაზების მიზნით შესაბამის უწყებებთან კონტაქტზე ვიმყოფებით“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. 

მისივე თქმით, რეგიონში მყოფმა ბრიტანეთის მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები და ბრიტანეთის მთავრობის სამოგზაურო რეკომენდაციებს უნდა მიჰყვნენ.

ცნობისთვის, ბოლო ცნობებით, ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 33 ბრიტანეთის მოქალაქე.