ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: თუ პუტინი მოახერხებს გამარჯვებას, ის აქ არ გაჩერდება
თუ ვლადიმერ პუტინი მოახერხებს გამარჯვებას და უკრაინის ვასალურ სახელმწიფოდ გადაქცევას, ის აქ არ გაჩერდება, - ამის შესახებ ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ფასი კარგად არის ცნობილი, მაგრამ მან, ასევე, დასძინა: „ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის ფასი განუზომლად მაღალი იქნება. თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ჩინეთი აწონ-დაწონის შედეგებს, ჩრდილოეთ კორეა გათამამდება და ირანი კიდევ უფრო გახდება საშიში“.
მურმა პარიზში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი აწარმოებს დივერსიის კამპანიას ევროპაში და ამავდროულად აძლიერებს ბირთვულ იარაღს, რათა შეაჩეროს სხვა ქვეყნები და შეაკავოს უკრაინის მხარდაჭერა.
ნატოს და დასავლური სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, რუსეთი დგას მზარდი მტრული აქტების უკან ევროატლანტიკურ რეგიონში, კიბერშეტევებიდან დაწყებული.
გასულ თვეში ბრიტანეთის საშინაო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტო, ცდილობს „ქაოსის“ დათესვას დიდ ბრიტანეთში და ევროპაში. და აშშ-ის დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს „როიტერს“ ამ კვირაში, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გააფართოებს დივერსიის კამპანიას ევროპული სამიზნეების წინააღმდეგ, რათა გაზარდოს ზეწოლა დასავლეთზე კიევის მხარდაჭერის გამო.
მურმა დასძინა, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობამ ქვეყანა უფრო უსაფრთხო გახადა და ეს გაგრძელდება.