ბრიტანეთის ავიაბაზაზე პოლიციამ ლატვიის ორი მოქალაქე დააკავა
დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ მოულსვორტის ავიაბაზაზე ლატვიის ორი მოქალაქე დააკავა. ავიაბაზა ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და იქ ნატოს და აშშ-ის სადაზვერვო ცენტრებია განთავსებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
დაკავებულები 32 და 36 წლის კაცები არიან, მათ ობიექტის გარშემო არსებული ღობე დააზიანეს და 8 ოქტომბერს ავიაბაზის ტერიტორიაზე შეაღწიეს. ბრიტანეთის პოლიცია იუწყება, რომ ბოროტმოქმედების მიზანი „გაერთიანებული სამეფოსთვის ზიანის მიყენება“ იყო. მიმდინარეობს გამოძიება.
რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის ფერფორდის ავიაბაზაზე რამდენიმე საეჭვო ფურგონის აღმოჩენის შემდეგ, 7 ადამიანი დააკავეს. ამის შემდეგ აშშ-მა ავიაბაზიდან B1-ის ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრთხე არსებობს ადამიანების მხრიდან, რომლებიც ირანთან არიან დაკავშირებულები.