ბრიანსკზე Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით იერიშის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
ბრიანსკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი ნაიჯელ კეისი და საფრანგეთის ელჩი ნიკოლა დე რივიერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ პროტესტის მკაცრი ნოტა გადაეცათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნე ბრიანსკის რეგიონში მდებარე ქარხანა იყო. უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ქარხანაზე იერიში მიიტანეს, რომელიც რუსული რაკეტებისთვის მართვად სისტემებს აწარმოებდა.
უკრაინელების იერიშის შედეგად ბრიანსკში 6 ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა. 11 მარტი კი ბრიანსკის ოლქში გლოვის დღედ გამოაცხადეს.
კრემლი ამტკიცებს, რომ თავდასხმა შეუძლებელი იქნებოდა ბრიტანელი და ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობის, ასევე სადაზვერვო მონაცემების გადაცემის გარეშე.