1761672586
უცხოეთი
ბრიანსკის ოლქში უკრაინული დრონის იერიშის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - რუსული მხარე
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატმა ბრიანსკის ოლქს შეუტია. ამის შესახებ რუსული მედია ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით იტყობინება.
გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინული დრონის იერიშს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„პოგარსკის რაიონის სოფლებს - კუროვოსა და სუვოროვოს შორის გზაზე მოძრავ სამოქალაქო ავტომობილზე „კამიკაძე“ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1972 წელს დაბადებული კაცი დაიღუპა. მანქანა მთლიანად განადგურდა“, - აცხადებს გუბერნატორი.