Loading data...
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 4%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 105 აშშ დოლარს გადააჭარბა

ბრენტის (Brent) მარკის ნავთობის ფასი 4%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 105 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც მედია წერს, აშშ-ში ნავთობის ფასმა მაისის შემდეგ პირველად 100 დოლარს მიაღწია.

კერძოდ, ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულებამ 4.15%-ით მოიმატა.

ნავთობის ფასის ზრდის მიზეზად სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ზრდა და ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ისა და ირანის მიერ განხორციელებული ორმხრივი იერიშები სახელდება.