Loading data...
Bloomberg: სტარმერის პრემიერმინისტრობა საფრთხის ქვეშაა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აშშ-ში ყოფილი ელჩის, პიტერ მენდელსონის გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე, რომელიც სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს. წერს „ბლუმბერგი“.

სააგენტოს წყაროები საუბრობენ ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობაში არსებულ დავებზე, ასევე, იმაზე, რომ მაღალჩინოსნები ემზადებოდნენ სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც მინისტრები პირად საუბრებში სტარმერს გადადგომას მოსთხოვდნენ, ან გადადგომით დაემუქრებოდნენ, თუ ის პოსტს არ დატოვებდა.

ერთ-ერთი მინისტრის თანაშემწემ განაცხადა, რომ სტარმერს 50-50 შანსი აქვს, რომ კვირის ბოლომდე შეინარჩუნოს თანამდებობა.

კვირას ცნობილი გახდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მორგან მაქსვინის გადადგომის შესახებ.

დისკუსიებთან ახლოს მყოფი პირის ცნობით, სტარმერმა რამდენიმე დღე იმაზე ფიქრში გაატარა, შეძლებდა თუ არა მაქსვინის გარეშე მუშაობის გაგრძელებას.

Bloomberg-ი წერს, რომ 2024 წლის არჩევნებში ლეიბორისტების დამაჯერებელი გამარჯვების იდეოლოგის დაკარგვა პრემიერ-მინისტრს დაუცველს ტოვებს იმ მომენტში, როდესაც მთავრობის იმედგაცრუებული წევრები ხელმძღვანელობაში ცვლილებებს ითხოვენ.

სააგენტო წერს, რომ ამ თანამდებობაზე სტარმერის შეცვლა, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა ან ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ანჯელა რეინერმა შეძლოს. მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი ვარაუდობს, რომ სტარმერი შეეცდება თავისი პოზიციების განმტკიცებას