Loading data...
Bloomberg-ი: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow-ს რაკეტები გადასცა

Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდმა ბრიტანეთმა ცოტა ხნის წინ უკრაინას Storm Shadow-ს რამდენიმე რაკეტა გადასცა.

როგორც მედიასაშუალება წერს, მიღებული რაკეტების ზუსტი რაოდენობა არ დაკონკრეტებულა, თუმცა ახალი მარაგები უკრაინას მთელი ზამთრის განმავლობაში უნდა ეყოს.

„დიდი ბრიტანეთი შიშობს, რომ რუსეთი ამ პერიოდში თავდასხმებს გააძლიერებს“, - წერს მედიასაშუალება. 

ლონდონმა კიევს 250 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები პირველად 2023 წელს გადასცა. 

კიევმა პირველად აღნიშნული რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე იერიშისთვის გამოიყენა. 

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია საერთო ჯამში თუ რამდენი რაკეტა გადასცა კიევს.