Loading data...
Bloomberg: დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას ტრამპის თვითმფრინავს სამგზავრო თვითმფრინავთან შეჯახების საფრთხე ემუქრებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი და Spirit Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ფრენის დროს ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას დონალდ ტრამპის თვითმფრინავს სამგზავრო თვითმფრინავთან შეჯახების საფრთხე ემუქრებოდა, - ამის შესახებ „ბლუმბერგ“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

„როდესაც ის და ტრამპის თვითმფრინავი ლონგ-აილენდის თავზე იმყოფებოდნენ, მათი ფრენის სიმაღლე ერთნაირი იყო, ხოლო ფრენის ტრაექტორიები ემთხვეოდა. ამის შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ შეეცვალათ კურსი. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ Spirit Airlines-ის პილოტებმა დაადასტურეს მარშრუტის შეცვლა“, - წერს „ბლუმბერგი“. 

გამოცემამ დისპეტჩერსა და სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟს შორის საუბრის ფრაგმენტები გამოაქვეყნა: „დარწმუნებული ვარ, ხედავთ, ვინ არის. დაუყოვნებლივ მოუხვიეთ მარჯვნივ“, „ყურადღებით იყავით!“

ავიაციის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო ინციდენტის შესახებ და დაადასტურა, რომ უსაფრთხოების კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„თვითმფრინავებს შორის საჭირო დისტანცია დაცული იყო“, - ნათქვამია აშშ-ის ავიაციის სააგენტოს ელექტრონულ წერილში.