Loading data...
„ბირთვულ იარაღზე საუბარი არ არის“ - ზელენსკიმ განმარტა, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს უკრაინა პარტნიორებთან

უკრაინა პარტნიორებთან ერთად განიხილავს უსაფრთხოების გარანტიებს ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში. უკრაინაში „ბირთვული ქოლგის“ განთავსებაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვისას არ განხილულა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ ბირთვული ფარის განთავსების საკითხი. თუმცა განიხილეს პარტნიორებისა და შეერთებული შტატების გარანტიები ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.

„ცალკე მიმართულებაა საჰაერო თავდაცვა, ასევე ჩვენი არმიის გაძლიერება, ასევე პერსონალის დამატებითი დაფინანსება; ჩვენი ბრიგადების დაკომპლექტება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩვენ ვსაუბრობთ ზოგიერთ ლიცენზიაზე, რომლებიც გვჭირდება [იარაღის] ერთობლივი წარმოებისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.