Loading data...
Bild: გერმანია სამხედრო ექიმებს შესაძლო ომისთვის ამზადებს

გერმანია შესაძლო ომისთვის მზად არ არის, ნაწილობრივ სამედიცინო სისტემის ხარვეზების გამო. იუწყება Bild-ი.

მედიის ცნობით, გერმანია სამხედრო ექიმებს შესაძლო ომისთვის ამზადებს.

ბუნდესვერმა მოამზადა გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალური ანგარიში, რომელშიც 200 ექსპერტი მონაწილეობს, მათ შორის სამხედრო პერსონალი და სამედიცინო მუშაკები.

გამოცემა წერს, რომ ანგარიში პირველად ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის მკაცრ მითითებებს გასცემს.

„ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, გერმანია ყოველდღიურად დაახლოებით 1 000 დაჭრილ ჯარისკაცს მიიღებს. გარდა ამისა, მსხვერპლი იქნება მშვიდობიან მოსახლეობაში“, - წერს გამოცემა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სამედიცინო პერსონალსა და სხვა პაციენტებზე „მძიმე ფიზიკურ და ფსიქოსოციალურ ზეწოლას“ გამოიწვევს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთ შემთხვევაში, ინფექციური დაავადებები სწრაფად გავრცელდება მე,დიკამენტები და სახვევები დეფიციტური გახდება. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ საავადმყოფოებსა და ექიმებზე მტრის მიზანმიმართული თავდასხმები მოსალოდნელია.

ექსპერტების აზრით, გერმანიის სამედიცინო სისტემა ამჟამად მხოლოდ ზომიერად არის მომზადებული ამ ყველაფრისთვის.

„პასუხისმგებლობები ბუნდოვანია, მიწოდების ჯაჭვები ძალიან დაუცველია, ხოლო საკომუნიკაციო არხები არაკოორდინირებული. აფთიაქებში ძალიან ცოტა მედიკამენტია მარაგში.

ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ: დავიცვათ საავადმყოფოები, აფთიაქები და ფარმაცევტული მწარმოებლები ძარცვისა და განადგურებისგან და უსაფრთხოების მიზნით სამკურნალო დაწესებულებები მიწისქვეშ გადავიტანოთ. სკოლები და სპორტული დარბაზები გამოვიყენოთ დაჭრილების შეგროვების პუნქტებად. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები მოვამზადოთ ომის დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობაში. შევამციროთ საავადმყოფოების ბიუროკრატია 20-25%-ით მეტი პაციენტის განსათავსებლად. შევქმნათ მედიკამენტების მარაგი. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სხვა რეგიონებიდან (მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკა) სისხლის დონაციის ორგანიზება. გავამარტივოთ შეფუთვის მოთხოვნები და წამლების ეტიკეტირება. გავაძლიეროთ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის სასწავლო წვრთნები. შევქმნათ სწრაფი ჯანდაცვის სისტემა საგანგებო სიტუაციებისთვის“, - წერს გამოცემა.