ბილ კლინტონი ეპშტეინთან კავშირებზე: მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მისაცემად მივიდა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
ბილ კლინტონი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულებზე.
კლინტონი აცხადებს, რომ მას ეპშტეინთან მხოლოდ არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდა და რომ მისი [ ეპშტეინის] სექსუალური დანაშაულების შესახებ წლების განმავლობაში გახდა ცნობილი და ბილ კლინტონმა იმ დროს არაფერი იცოდა.
„პირველ რიგში, ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. ვიცი, რაც ვნახე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიცი რაც არ მინახავს. ვიცი, რაც გავაკეთე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიცი რაც არ გამიკეთებია. მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ეს ჩვენება პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი კონგრესის პანელის წინაშე წარდგა 1983 წელს ყოფილი პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის შემდეგ. მას ფიცის ქვეშ დაუსვამენ კითხვებს ეპშტეინთან მისი ურთიერთობისა და ფოტოების შესახებ, რომლებზეც ყოფილი პრეზიდენტი ეპშტეინსა და ეპშტეინის თანამოაზრე გისლეინ მაქსველთან, რომელსაც სექსტრეფიკინგისა და სხვა დანაშაულებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთადაა გამოსახული.