Loading data...
ბილ გეიტსი: ხელოვნურმა ინტელექტმა მილიარდი ადამიანის დაღუპვა შეიძლება გამოიწვიოს

ტექნოლოგიური კომპანიის, Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის აზრით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია კაცობრიობის დიდი ნაწილის დაღუპვა გამოიწვიოს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„უდავოა, რომ AI-ს გააჩნია საკმარისი სიმძლავრე, რომ ისეთი მოვლენების პროვოცირება მოახდინოს, რასაც მილიარდი ადამიანის დაღუპვა მოჰყვება“, - განაცხადა გეიტსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასოდეს ისტორიაში არ ყოფილა იმდენი ადამიანი, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ბოროტი საქმეებისთვის იყენებს. ამასთანავე, გეიტსი ამბობს, რომ მთელი კაცობრიობის განადგურებას AI ვერ შეძლებს.

70 წლის ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიის რეგულირება კანონით უნდა ხდებოდეს. „თვითრეგულირება საკმარისი არ არის“, - ამბობს ბილ გეითსი. ის აცხადებს, რომ ვაშინგტონში საკანონმდებლო ხელისუფლებამ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს უსაფრთხოებისა და ამ ტექნოლოგიის კონტროლის მიმართულებით.

მანამდე AI ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიების, მათ შორის OpenAI-ის წარმომადგენლებმა, მხარი დაუჭირეს ამ ტექნოლოგიის განვითარების შენელებას. ეს გაფრთხილებები იმ ფონზე ისმის, რომ ბოლო დროს AI-ის მონაწილეობით რამდენიმე უკონტროლო კიბერშეტება განხორციელდა.