Loading data...
„ბი-ბი-სი“ ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი მაუწყებელს სამართლებრივი ზომებით ემუქრება

„ბი-ბი-სი“ ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი კორპორაციას სამართლებრივი ზომებით ემუქრება. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც კორპორაციამ აშშ-ის პრეზიდენტისგან მიიღო.

ამასთან, „ბიბისი“ ადასტურებს, რომ ტრამპის წერილს უახლოეს ხანში გასცემს პასუხს.

შეგახსენებთ, „ბი-ბი-სის“ გენერალურმა დირექტორმა,- ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.

საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც „ბი-ბი-სი“ აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. შიდა დოკუმენტის ავტორი იყო მაიკლ პრესკოტი, „ბი-ბი-სის“ სარედაქციო სტანდარტების კომიტეტის ყოფილი დამოუკიდებელი მრჩეველი, რომელმაც ივნისში დატოვა თანამდებობა.