BFMTV: საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს
საფრანგეთში ახალი წლის ღამეს 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.
„პოლიციის წინასწარი ანგარიშის თანახმად, 31 დეკემბრის ღამიდან 1-ელ იანვრამდე ჯამში დაიწვა 813 ავტომობილი. მათგან 183 ავტომობილს ცეცხლი სხვა მანქანებიდან გადაედო“, - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთში ახალი წლის ღამეს წესრიგის დასაცავად 90 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული. ზოგიერთ მათგანზე თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ნიმსა და ნანტერში.
პარიზის პროკურატურის მონაცემებით, 2025 წლის 31 დეკემბრის ღამიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე დედაქალაქში დაკავებულია 125 ადამიანი, მათგან 33 - ძალადობის განზრახ გამოყენებისთვის, 15 - ძალადობის ან ზიანის მიყენების მიზნით შექმნილ ჯგუფში მონაწილეობისთვის, ხოლო 10 - ფსიქოტროპული ნივთიერებების ფლობისთვის.