Loading data...
ბერლინში ნაგვის ურნებსა და ელექტროსკუტერებს ცეცხლი წაუკიდეს - დაშავდნენ პოლიციელები, მათ დემონსტრანტებმა ქვები და პიროტექნიკა ესროლეს - Sky News

ფრანკფურტის გარდა, დღეს სტუდენტური საპროტესტო აქციები გერმანიის ათობით ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, 31 ოქტომბერს გამართული  სტუდენტური საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები დაშავდნენ.

ქალაქში გამართულ აქციაზე დაპირისპირების შედეგად სულ მცირე ერთი პოლიციელი დაშავდა.

უწყების განმარტებით, მომიტინგეები ოფიცრებს განზრახ ესროდნენ ქვებსა და პიროტექნიკას, რის გამოც შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება გახდა საჭირო.

სამართალდამცველების განცხადებით, მათ წინააღმდეგ მომიტინგეებმა პიროტექნიკა გამოიყენეს გამოიყენეს და ასევე ქვები ესროლეს. 

ამასთან, Sky News-ის ცნობით, მომიტინგეებმა ბერლინში ნაგვის ურნებსა და ელექტროსკუტერებს ცეცხლი წაუკიდეს.

„საერთო ჯამში, ჩვენი 27 კოლეგა მსუბუქად დაშავდა, თუმცა ყველამ შეძლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება“, - განაცხადეს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა.