1789840094
უცხოეთი
ბერლინში მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა - ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა
ბერლინში, მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცზე მეტი ბინადარი დაშავდა. იუწყება გამოცემა Welt.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტის შედეგად 25 ბინადარი დაშავდა, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
„შენობიდან დაწესებულების ყველა მცხოვრები უკვე ევაკუირებულია და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ხანძარი კონტროლს ექვემდებარება“, - დასძინა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ინციდენტის პიკის დროს ადგილზე თითქმის 160 თანამშრომელი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.