Loading data...
ბერლინში მანქანა ხალხში შევარდა - დაშავდნენ ბავშვები

ბერლინში მსუბუქი ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ბავშვები დაშავდნენ. ამის შესახებ  Bild-ი იტყობინება.

წინასწარი ინფორმაციით, ერთმა მასწავლებელმა მძიმე დაზიანებები მიიღო, ხოლო რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. 

უცნობია მომხდარის მოტივი.