Loading data...
ბერლინში ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა - დაშავდა 13 ადამიანი

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საცხოვრებელ კომპლექსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Spiegel-ი იტყობინება. 

გერმანული მედიის ცნობით, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი. 

მიმდინარეობს გამოძიება.